ტურეტის სინდრომი

კითხვა: გამარჯობა, ცოტა უცნაური შეკითხვა მაქვს, მყავს 5წლის ბიჭი და ძალიან ხშირად აკეთებს ჩახველების მსგავსად, ზუსტად ვერ აგიხსნით აი რუსულად რომ იტყვიან харкание. შეკითხვა იმაში მდგომარეობს ხომ არ შეიძლება ეს რაიმეს მიზეზი იყოს თუ უბრალოდ ჩვევაა და მეტი არაფერი. ცოტა უცნაური შეკითხვისთვის ბოდიში.
პასუხი:

მოგესალმებით!
რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
შესაძლოა ხშირი ჩახველების მიზეზი, ბავშვთა ასაკში იყოს ტურეტის სინდრომი, რომელიც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვებში გვხვდება. ამ სინდრომის მქონე ბავშვებს ახასიათებთ სხვადასხვა ნერვული ტიკები და ხშირად განმეორებადი მიმიკური მანერიზმები, როგორიცაა თვალის ჩაკვრა, ნაკვთების თამაში. ასევე სინდრომისათვის დამახასიათებელია ვოკალური ტიკები, როგორიცაა ხშირი ჩახველება, სრუტუნი და ა.შ. სინდრომი ხშირად მოზრდილობის ასაკში სუსტდება.
გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა