კითხვა: გამარჯობა.ერთი კვირის წინ გავიკეთე ხერხემლის თიაქრის ოპერაცია.მარცხენა ფეხი მთლიანად მაქვს ისევ დაბუჟებული და ზოგჯერ მეწვის ძალიან.რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დაბუჟება.ან საერთოდ თუ გამივლის მაინტერესებს.და მეორე კითხვა დაჯდომა როდიდან შეიძლება დიდი ხნით.შორს ვმუშაობ და გზაზე ყოფნა მიხდება სადგაც საათ ნახევარი.მადლობთ წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით, პოსტოპერაციულ პერიოდში ,ასეთი ოპერაციების დროს ,შესაძლებელია დროებით დარჩეს გარკვეული ნევროლოგიური დეფიციტი და პათოლოგიური სიმპტომები . კონკრეტული ვადების და პოსტპერაციული პერიოდის მიმდინარეობის დასაშვებ ფარგლებში მიმდინარეობის შესახებ , თქვენი მდგომარეობის მიხედვით მკურნალი ექიმი გაგცემთ კორექტულ პასუხს .ჩვენ ამას დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ .ასევე მკურნალი ექიმის პრეროგატივაა მოგცეთ აქტიური ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები . თუ გსურთ სხვა აზრის მოსმენა , შეგიძლიათ მომართოთ კლინიკას ,გვაქვს ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე პარასკევი ,სადაც აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ,რომ დაინტერესდიტ ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას!