ხერხემლის თიაქარი

კითხვა: გამარჯობა.მაქვს ხერხემალზე l4 და l5 მალაზე თიაქარი 7 მმ.და 5 მმ.ძალიან ბევრს ვმკურნალობ და ჯერ შედეგი ვერ ვიპოვე მარჯვენა ფეხის ტკივილიც მაქვს ძალიან.სიარული მიჭირს.9 თვეა უკვე ყველანაირი ხერხით ვმკურნალობ მაგრამ ტკივილი არ ქრება და თქვენ რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით, 

ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპური ბირთვის დისლოკაციითა და ფიბრიოზული რგოლის გარღვევით.

ხერხემლის თიაქრის კლინიკური გამოვლინებებია:

● დაზიანებული დისკის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილები, რომლებიც დატვირთვის დროს ძლიერდება;

● ტკივილი და მგრძნობელობის შემცირება ორივე ფეხში;

● ტკივილები, რომლებიც ვრცელდება ხელებსა და მხრებზე;

● თავბრუსხვევა;

● არტერიული წნევის ამაღლება;

● ხელის თითების გაბუჟება;

თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება. მეორე ადგილზეა კისრის თიაქარი, უფრო იშვიათია გულმკერდის თიაქარი.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად ევრ გიპასუხებთ, საჭიროა ექიმმა უშუალო ვიზიტისას შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და მკურნალობის მეთოდზე რეკომენდაციაც თავად  მოგცეთ.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, განისაზღვრება ზოგადი მდგომარეობა, თუ დაგჭირდებათ მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, აქციის ფარგლებში ფასდაკლებით შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

აქციით სარგებლობისათვის და უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა