დღესდღეობით ტუჩების გადიდების მიზნით აქტიურად იყენებენ E ვიტამინს . E ვიტამინი ზეთოვანი ხსნარია, მისი დანიშნულება კი ორგანიზმში ანტიოქსიდანტის როლის შესრულებაა. ტუჩის ლორწოვანში მისი გაწოვა რთულია, რადგან მას ახასიათებს შეგუბება, რომელიც დაახლოებით 2-3 კვირის მანძილზე პაციენტის სურვილს აკმაყოფილებს, შემდეგ კი დგება სავალალო შედეგი.
როგორც კი ზეთოვანი სითხე ტუჩის ქსოვილში შეწოვას იწყებს, იწყება ალერგიის ნიშნები - გარდა ტუჩის შეშუპებისა, შუპდება მთლიანი სახე, ცხვირი, ყვრიმალები, თვალები.. ხშირ შემთხვევაში ინექციის ზონაში შესაძლოა დაჩირქებითი პროცესებიც განვითარდეს, იწყება ტუჩის დეფორმაცია და ნეკროზიც კი.E ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა წარმოქმნას პრობლემები არა მხოლოდ ინექციის ზონაში, არამედ შესაძლოა ორგანული დარღვევებიც კი გამოიწვიოს - მაგალითად, როგორიცაა ორგანიზმში ენდოკრინული ცვლილებები. დაბერილი ტუჩების ნაცვლად შესაძლოა დაქვეითებული მეხსიერება, ან გაორებული მხედველობა მივიღოთ. ნებისმიერი გართულების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს ,რათა დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება . ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ყბა–სახის ქირურგის უფასო კონსულტაციით , ყოველ ხუთშაბათს , ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ.ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.ტუჩის დაბერვის მიზნით გაიკეთა ვიტამინი ე და შემდეგი ორი კვირის მერე დასივდა.გთხოვთ მირჩიოთ რით ჩაუცხრო.?
პასუხი: