ხერხემლის გამრუდება

კითხვა: გამარჯობა, სულ ცოტა ხნის წინ დეიდაჩემს, დაუდგინეს გულმკერდის ძვლისა და ხერხემლის გამრიდება და რომელი პროფილის ექიმთან გვირჩევთ ვიზიტს? ნეიროქირურგთან თუ ორთოპედთან?
პასუხი:

მოგესალმებით,ხერხემლის სისწორეზე დამოკიდებულია არა მარტო ტანის სისწორე და სილამაზე, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. .სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. შორს წასულმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზში მდებარე ორგანოების გულის და ფილტვების ზეწოლა. ძირითად ვლინდება სუნთქვის უკმარისობით. სქოლიოზი შეიძლება იყოს:
● თანდაყოლილი;
● შეძენილი;
● შთამომავლობითი.
არსებობს სქოლიოზის შემდეგი ფორმები:
● კისრის მალების;
● გულმკერდის;
● გულმკერდ-წელის;
● წელის მალების.
უფრო ხშირად გულმკერდის მარჯვენამხრივი სქოლიოზი გვხვდება. ამ შემთხვევაში , გირჩევთ , კონსულტაცია გაიაროთ ნეიროქირურგთან , რომელიც შეაფასებს სრულად თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ დამატებით სხვა სპეციალისტთან.
ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს უფასო კონსულტაციის დღე ნეიროქირურგთან, ყოველ პარასკევს.
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა