კარდიოფობია

კითხვა: გულისრევის შემდეგ გამომდის ძალა.ვითენთები.და შემდეგ მეწყება ხელების ბუჟილი.ფეხების და მიხშირდება გულისრევა სასწრაფოს ვიძახებ და გადასხმებით გამოვდივარ მდგომარეობიდან.ზოგჯერ ეს ყველაფერი მეწყება და მერე გულისრევა ვერა და ვერავინ ამიხსნა რა ხდება ზოგი მეუბნება კალიუმი გივარდება ამ დროსო.ზოგი მეუბნება მოწამვლამ იცისო.ზოგმა კი ნევროპათოლოგს ეჩვენეო.მოკლედ ვერ გამაგებინეს რა მჭირს.სახლში რომ არავინ იყოს.ვერც ვერავის გავაგებინებ ისე მეწყება მოთენთვა და ოფლი წვეთებით მომდის
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს კარდიოფობიას ( გულის ნევროზი) , რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.

გულის ნევროზის განვითარება ხშირად დაკავშირებულია ნერვულ-ემოციურ სტრესთან, გადაღლასთან, აღელვებასთან, ქრონიკულ ინფექციასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ასევე გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.

პაციენტს ამ დროს ხშირად აღენიშნება გულის ფრიალი, ოფლიანობა, ასევე ფიზიკური სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება. შესაძლოა განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით: შებერილობა, ფაღარათი, ხველა, გულის რევა, ტკივილი კიდურებში, მოუსვენრობა, შფოთვა და ა.შ.

იმისთვის,  რომ ზუსტად დავადგინოთ თქვენი სიმპტომების მიზეზი, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.

შემოგთავაზებთ,  აქციას  გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad]

აქვე დავამატებთ,რომ ბევრი დაავადების ცალკეული სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე და ამიტომ არსებობს ე.წ. დიფერენციული დიაგნოზის ცნება .ეს გულისხმობს იმას ,რომ ექიმმა დამატებითი გამოკითხვის ,გასინჯვის და კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით ,უნდა გამორიცხოს ერთი (ან რამოდენიმე ) დაავადება და დატოვოს სხვა დაავადების დიაგნოზი .

თქვენს შემთხვევაში , ასევე საჭირო იქნება ქრონიკული ქოლეცისტიტის და ჰელმინთოზის დიაგნოზების განხილვა და გამორიცხვა .ამისათვის კი გირჩევდით ქირურგთან კონსულტაციას,მუცლის ღრუს ექოსკოპიას ,ჭიის კვერცხებზე განავლის გამოკვლევას  და ა.შ.

სამწუხაროდ დისტანციურად ,სრულყოფილად ,  უტყუარი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია,უფრო მეტიც  . საექიმო პრაქტიკაში ხშირია,როდესაც დიაგნოზამდე ხანგრძლივი დროის და კვლევების შემდეგ მიდიან .

ასე ,რომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები და დაიწყოთ მიმართვები ზემოთაღნიშნულ სპეციალისტებთან .მათთან ურთიერთობაში ,თუ გამოიკვეთება სხვა პროფილის ექიმთა ჩართვის საჭიროეაბა ,ისინი თვითონ მიგითითებენ შესაბამის სპეცილისტს . ჩვენი კლინიკა კი მრავალპროფილურია და შორს წასვლაც არ დაგჭირდებათ .

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა