განგლიონი

კითხვა: გამარჯობა მაჯაზე გამომივიდა მაგარი რაღაცა ცოტა რომ გადამეღლება ხელი მერე მაწუხებს ვიყავი მისული ექიმთან გადავიღე რედგენი და ტრავმატოლოგმა მითხრა არის განგლიონიო და საჭიროა ოპერაციაო, რას ნიშნავს განგლიონი და რამდენად სასწრაფოა მისი ოპერაცია ან საერთოდ საჭირო თუა?
პასუხი:

მოგესალმებით,
განგლიონი არის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც შეიცავს, სისხლძარღვოვან შემაერთებელ ქსოვილს, ნერვულ ბოჭკოებს და რა თქმა უნდა განგლიურ უჯრედებს.
წარმონამქნების სამკურნალოდ, მალამოები და აბები , რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ იგი სამუდამოდ გაქრება – არ არსებობს.
თანამედროვე პრაქტიკაში გამოიყენება, ფიზიოთერაპია, კისტის შიგთავსის შპრიცით ამოღება , ფიზიოთერაპიული მეთოდები, გამათბობელი კომპრესები, ულტრაიისფერი სხივები და ა.შ.
რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევას ,მისი აუცილებლობა საჭიროა განხილული იქნას მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში,წარმონაქმნის ზომის და კლინიკური სიმპტომების არსებობისას , რომელთა ლიკვიდაცია ვერ ხერხდება სხვა მეთოდებით .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგ ზურაბ ორაგველიძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა