მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა შესაძლოა საქმე ეხებოდეს კანის სისხლძარღვოვან ფენომენს, რომელიც ვითარდება პირველ კვირებში, განსაკუთრებით დაბალი წონის ახალშობილებში, და მოიცავს კანის სიწითლეს ცალ მხარეს. მათ შორის მკაცრი დემარკაციული ზღვარია ფერის ცვლილება როგორც წესი ბავშვის დაწვენის შემდგომ მალევე ქრება, მაგრამ შეიძლება უფრო მეტი ხანი გაგრძელდეს.
შესაძლებელია ეს იყოს ატოპიური დერმატიტის გამოვლინება, რომელსაც თან ახლავს სიწითლე, კანის სიმშრალე, სიწითლემ შეიძლება მნიშვნელოვნად დაიკლოს ან საერთოდ გაქრეს ბავშვის სიცივეზე გაყვანის დროს. ასეთ პატარებს ახასიათებს მშრალი და ადვილად გაღიზიანებადი კანი.
გირჩევთ მიმართოთ პედიატრს, ამ ეტაპზე ცენტრში აღნიშნული ექიმი არ გვყავს და ამიტომ, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ჩემი შვილი არის 20 დღის და ცალ მკერდზე აქვს სიწითლე როგორ შეიძლება რომ მოვიქცე?
პასუხი: