პურპურა

კითხვა: გამარჯობა 8 წელია რაც ცხვირის ოპერაცია გავიკეთე სამწუხაროდ სისხლ ჩაქცევა მქონდა რაც ლოყების სიწითლე გამოიწვია რა შედეგს მივმართო ან ვის მირჩევთ გამოკვლევა რო ჩავიტარო, გმადლობთ.
პასუხი:

პურპურა, იგივე პურპურული ვასკულიტი, სისხლძარღვთა დაზიანებაა, რომლის დროსაც სისხლი კაპილარებიდან ჟონავს და ათასობით უწვრილეს სისხლჩაქცევას იწვევს. დაავადება ქვემწვავედ ან მწვავედ გამოხატული ჰემორაგიული სინდრომით იწყება. დამახასიათებელი ნიშნებია სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე, სისხლდენები. კანზე სისხლჩაქცევები ან თავისთავად, ან უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ტრავმების შედეგად ჩნდება. მათ პოლიმორფული ხასიათი აქვთ: ზოგიერთი წერტილოვანია, ზოგი - ლაქოვანი, ფერიც, ხანდაზმულობის შესაბამისად, სხვადასხვაა - მუქი წითელი, მოლურჯო-მოყვითალო და მწვანეც კი. სისხლჩაქცევები უმტკივნეულოა, განლაგებულია ასიმეტრიულად, დამახასიათებელი ლოკალიზაციის გარეშე.
თქვენ შემთხვევაში,გირჩევთ მიმართოთ ანგიოლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. ასევე ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს აქცია,რომელიც გულისხმობს ანგიოლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს. დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა