მოგესალმებით, იშემიური ინსულტი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის, ან ათეროსკლეროზული ფოლაქით შევიწროების შედეგად ვითარდება, რასაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება. ვითარდება ამ უბნის ლოკალური იშემია. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შეწყვეტის გამო ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება, ხოლო მის გარშემო არსებული უჯრედები განიცდიან “შიმშილს”. დროული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ეს “მოშიმშილე უჯრედები” გადარჩებიან და განაგრძობენ ფუნქციონირებას. ამდენად, დროულ სამედიცინო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ინფარქტის ზონა არ გაიზარდოს, რაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, ან ღრმა ინვალიდიზაციის თავიდან აცილების გარანტიაა.
ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას ვიმედოვნებთ , კლინიკა, სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით ,ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს , რაც საშუალებას იძლევა პაციენტი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს. მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები .
ასევე , გაცნობებთ ჩვენს კლინიკაში "ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი.თრომბოლიზური თერაპია ეს არის მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დაწყების დროს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4,5 საათს, თუმცა უფრო კარგია შედეგი სიმპტომების განვითარებიდან პირველი 3 საათის განმავლობაში ჩატარებული თრომბოლიზის დროს. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი - აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით. ასევე ჩვენთან მკურნალობაში მიმდინარეობს დანერგილი გვაქვს ინსულტის ენდოვასკულარული ქირურგიის მეთოდებით მართვა.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს 8 დღის წინ დაემართა იშემიური ინსულტი, ვერ ლაპარაკობს და მარჯვენა ხელ-ფეხი გაუჩერა, ექიმები გვეუბნებიან რომ ცოტა აქტიურია მაგრამ ვერ ლაპარაკობს და წინსვლა არაფერი არ არის, მამა არის 55 წლის, რამდენი დღეა კრიზისული და რა არის საჭირო რომ ჩვენ დამატებით გავაკეთოთ, მამა წევს ვარკეთილის მეტროსთან ახლო კლინიკაში “ოპტიმალ მედი” , გთხოვთ რამე ინფორმაციით დამეხმარეთ
პასუხი: