მშრალი ხველა

კითხვა: გამარჯობა.რამოდენიმე კვირაა ღამით მაქვს მშრალი ხველა რომელსაც ხანგრძლივი ხასითი არა აქვს დღისით კი იშვიათად სიცხეები არ მაქვს რით შეიძლება იყოს გამოწვეული?მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ხველა ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან ექსუდატის, უცხო სხეულის, მტვრის მოსაცილებლად. ხველის რეფლექსს განსაზღვრავს ცდომილი ნერვის აღმავალი ტოტი და აკონტროლებს თავის ტვინის ქერქი.
ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი ეფექტი შესაძლოა სწორედ ხველით გამოვლინდეს.
მისი სწორი კლინიკური შეფასება, ხველის გამომწვევი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის შერჩევა ამ პრობლემის წარმატებული მართვის საფუძველია.
მშრალი ხველა ეტაპობრივად მუდმივ ხასიათს იღებს და დაერთვის დიდი რაოდენობით ბლანტი, ძნელად ამოსაღები ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი.
ახასიათებს არა მარტო სასუნთქი, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე – სხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მოშლა. უხეში ხველა ახასიათებს ტრაქეისა და ბრონქების თანდაყოლილ ანომალიებს.
ზოგჯერ ხველა შუა ყურის ანთების სიმპტომია. ადამიანთა მცირე ნაწილს აქვს ცდომილი ნერვის ყურის ტოტი, რომლის გაღიზიანებამაც შესაძლოა ხველა გამოიწვიოს. ხველის პროვოცირება ასევე შეიძლება მოახდინოს სასმენი არხების გაღიზიანებამ გოგირდის საცობით, უცხო სხეულით, ყურის ინფექციამ. ფსიქოგენური ხველის არსებობას მაშინ ვარაუდობენ, როდესაც დეტალური გამოკვლევის შემდეგ გამორიცხავენ ხველის ყველა სხვა მიზეზს და ქცევის მოდიფიცირების შემდეგ მდგომარეობაც უმჯობესდება.
დისტანციურად რა თქმა უნდა ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს. ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში სადაც შემოგთავაზებთ, პულმონოლოგის კონსულტაციასა და რენტგენოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  

ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31447/gtavazobt-eqim%E2%80%93pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad  

კვლევის შემდეგ, ექიმი  დასვამს დიაგნოზს და თავად მოგახსენებთ მიზეზების შესახებ. 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად,  დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა