იოგა სკოლიოზის დროს

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს სქოლიოზის შემთხვევაში თუ შეიძლება იოგას ვარჯიშები.ვარ 46 წლის.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

სკოლიოზი ხერხემლის სვეტის გამრუდებაა და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით.

ხოლო, იოგათი დაკავება წელის გადატვირთულ კუნთებს ადუნებს და ამაგრებს ხერხემალს.

იოგას არ სჭირდება რამე განსაკუთრებული პირობები, თუმცა აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია და სერტიფიცირებული მწვრთნელი, რათა დაგინიშნოთ ინდივიდუალური ვარჯიშები, რომელიც  თავიდან აგაცილებთ შესაძლო გართულებებს. 

გირჩევთ,  ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია,რომლის შედეგებსაც გააცნობთ იოგას ინსტრუქტორს და ის ამის საფუძველზე შეარჩევს თქვენთვის სასურველ ვარჯიშის მეთოდებს.

გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებში ასეთი კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფასდაკლებით, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა