რეფლუქს დაავადება

კითხვა: გამარჯობათ. ვარ 41 წლის. დილაობით მაქვს მჟავე გემო პირში. ხშირად, ეს შეიძლება რამდენიმე თვეში ერთხელ მოხდეს, მეწყება თავის ტკივილი გაბრუება და მოგვიანებით ღებინება. მანამდე სანამ ბლანტ სითხეს არ ამოვიღებ. ოდნავ მაქვს ტკივილი ბეჭის არეში და ფერდქვეშ. ვვარაუდობ ნაღვლის პრობლემას და აქციის ფარგლებში რა დამიჯდება გამოკვლევა?
პასუხი:

გასტროეზოფაგური რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას. მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულძმარვა და კუჭიდან საყლაპავში სიმჟავის ამოსვლა. ასევე ამ დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს სხვა სიმპტომები,როგორიცაა:
საყლაპავის ტკივილი და ანთება (ეზოფაგიტი), უსიამოვნო გემო პირში, ტკივილი გულმკერდის არეში, მუცლის შებერილობა და ბოყინი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ყლაპვის გაძნელება, რომელიც შეიძლება იწვევდეს ისეთ შეგრძნებას, თითქოს ყელის ქვედა ნაწილში გაჭედილია საკვების ნაწილი , ტკივილი ყლაპვის დროს, ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა , კბილების კარიესი და ღრძილების დაავადება.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა შემდეგი კვლევები:
–სიმპტომების შეფასება
–მჟავის რაოდენობის შემოწმება საყლაპავში
–რენტგენოლოგიური კვლევა
–ენდოსკოპია.
ასევე თქვენი სიმპტომების მიზეზი შეიძლება გამოწვეული იყოს ნაღვლის რეფლუქსით. ნაღვლის რეფლუქსი ნიშნავს ღვიძლში წარმოქმნილი მომნელებელი სითხის კუჭში ან საყლაპავში ამოსვლას.
დაავადებას შესაძლოა ახლდეს მჟავას რეფლუქსიც, რაც ნიშნავს კუჭის მჟავების საყლაპავამდე ამოსვლას. ამის მიუხედავად, ნაღვლის და მჟავას რეფლუქსი სხვადასხვა დარღვევაა.
რეფლუქსის დროს, ნაღვლის როლი საეჭვოა. ნაღვლის რეფლუქსზე ეჭვი მაშინ მიაქვთ, თუ ძლიერი მჟავასაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების მიუხედავად პაციენტს რეფლუქსის პრობლემა მაინც აქვს.
ნაღვლის რეფლუქსის გარჩევა გასტროეზოფაგური რეფლუქსისგან რთულია. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად, მსგავსია და ეს ორი მდგომარეობა ხშირად ერთადაც ხდება. დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:
ტკივილი მუცლის ზედა არეში, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი , ხშირი გულძმარვა, წვის შეგრძნება გულმკერდში, რომელიც ვრცელდება ხახისკენ, ხშირად ახლავს მწარე გემო პირის ღრუში , გულისრევის შეგრძნება , ღებინება, მომწვანო–მოყვითალო სითხე პირნაღებ მასაში (ნაღველი), ზოგჯერ, ხველა ან ხმის ჩახლეჩვა , წონაში კლება უმიზეზოდ.
თქვენ შემთხვევაში,უმჯობესია მიმართოთ გასტროენტეროლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდგომ დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევებს და დიაგნოზის დასმის შემდეგ–შესაბამის მკურნალობას. ამიტომ წინასწარ სრული თანხის განსაზღვრა რთულია. ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს გასტროსკოპიას,ქირურგის კონსულტაციას და გასტროენტეროლოგის კონსულტაციას. აქციის ფარგლებში გამოკვლევის ფასია 90 ლარი. დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა