ინტრაკრანიული ჰიპოტენზია

კითხვა: უკაცრავად არასწორად წაიკითხეთ, ინტრაკრანიული ჰიპოტენზია და არა ჰიპერტენზია, რა სიმპტომები აქვს და რა მეთოდით ინკურნება? უყურადღებობა რას გამოიწვევს? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ინტრაკრანიული ჰიპოტენზიის ( ქალასშიდა წნევის შემცირების ) დიაგნოზი საკმაოდ იშვიათია , ვივარაუდეთ, რომ სწორედ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით გქონდათ შეკითხვა.
ზოგიერთი დაავადება, მაგალითად როგორიცაა მარფანის, ელერს–დანლოსის სინდრომი, ნეიროფიბრომატოზი, ხერხემლის დეგენერაციული დაავადება,თირკმლის პოლიცისტური დაავადება განაპირობებს ამ სინდრომის მიმართ წინასწარგანწყობას.
ინტრაკრანიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტთა 20%-ში ვლინდება მარფანის სინდრომისათვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები (ტანმაღლობა, არაქნოდაქტილია, ჰიპერმობილური სახსრები).
ინტრაკრანიული წნევის შემცირების ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია თავის ტკივილი და ტაქიკარდია.
სიმპტომები თითქმის იგივეა რაც ინტრაკრანიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, თუ ინტრაკრანიული წნევა 80 მმ-ზე ნაკლებია, პაციენტები ხშირად უჩივიან უხარისხო ხედვას, გულისრევასა და მძიმე თავბრუსხვევას.
ინტრაკრანიული ჰიპოტენზიის მკურნალობა იგეგმება ეტიოლოგიური და პათოგენეზური ფაქტორების გათვალისწინებით .
დიაგნოზის დასაზუსტებლად ინიშნება მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია ,რომელიც იძლევა ინფორმაციას შემდეგ შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე :
1. ორმხრივი სუბდურული გამონაჟონი (ჰიგრომა ან ჰემატომა);
2. თავის ტვინის გარსების დიფუზური კონტრასტული გაძლიერება;
3. კაუდალური დისლოკაცია;
4. ჰიპოფიზის ჰიპერემია/გადიდება;
5. დურალური სინუსებისა და სპინალური ეპიდურული ვენური ქსელის გაგანიერება; ვენური სინუსის ან ქერქული ვენის თრომბოზი.
გამომწვევი მიზეზის დაზუსტების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა ,კერძოდ შესაძლოა ეს იყოს კონსერვატიული მკურნალობა – მოიცავს მკაცრ წოლით რეჟიმს, კოფეინის მიღებას პერორალურად ან პარენტერულად, რომლის დანიშვნაც ექიმის პრეროგატივაა, ასევე მკურნალობის სტანდარტს წარმოადგენს ე.წ. პირდაპირი ან არაპირდაპირი ეპიდურული სისხლის ლუქი, ასევე მიმართავენ ფიბრინის წებოს ინექციას, ამ მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში თავ-ზურგტვინის გაჟონვის უბანს ხურავენ ნეიროქირურგიული გზით. ცნობილია, რომ მკურნალობის მიუხედავად შემთხვევათა 10%-ში მოსალოდნელია რეციდივი.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია განახორციელოთ ვიზიტი ნევროლოგთან, რომელიც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდგომ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
ჩვენი შემოთავაზება, ნევროლოგთან უფასო კონსულტაცასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ძალაში რჩება.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა