ინსულტი

კითხვა: გამარჯობა მე ვარ ინსულტით დაავადებული 4წელია ხელი და ფეხი მაქვს გაჩერებული და რას მირჩევთ თქვენ ვარჯიშით ვარჯიშობ ზღვაზეც დავდივარ არ ვეწევი და არც დასალევს ვსვამ და თქვენი აზრით ეშველიბა თუ არა რაიმე რას მირჩევთ თქვენ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია,მაგრამ არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
უკვე გადატანილი ინსულტის არსებობისას მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ღონისძიებები და ასევე შემდგომი ინსულტების პროფილაქტიკა.
ინსულტი, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითაც განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით თქვენი დაავადების ანამნეზი და შესაბამისად პროგნოზსაც ვერ გავაკეთებთ, თუმცა იმისათვის, რომ გაირკვეს, რა რისკები ახლავს თქვენს შემთხვევას, საჭიროა ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია და შემდგომ, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია. შესაძლებელია, რომ კვლევების შედეგად გამოვლინდეს ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების სტენტირების საჭიროება, რაც შემდგომში დაგიცავთ ინსულტის რეციდივისგან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ვითარებაში გარკვევის შემდეგ თავად მოგახსენებთ, შემდგომი კვლევების და მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა