მოგესალმებით,
ვანსეარი ინიშნება მწვავე ალერგიული რინიტის დროს, როდესაც სასუნთქ გზებში ვითარდება მთელი რიგი პროცესები, როგორიცაა ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოს სეკრეცია, ვენური კაპილარების განვლადობის მომატება და ეოზინოფილების აკუმულაცია. ალერგიული რინიტის დროს, ალერგენთან შეხების შემდეგ, როგორც ადრეული ისე გვიანი ფაზის რეაქციების განმავლობაში, ცისტეინური ლეიკოტრიენები გამოთავისუფლდებიან ცხვირის ლორწოვანი გარსიდან და იწვევენ ალერგიული რინიტის სიმპტომების განვითარებას. ვანსეარის ერთადერთი გვერდითი ეფექტი თავის ტკივილია, სხვა გვერდითი ეფექტები მას არ აქვს.
რაც შეეხება გულის ტკივილსა და ჰაერის უკმარისობას, ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილი კუჭის არეში აღმოცენდება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტენოკარდია კუჭის წყლულად მიუჩნევიათ. სტენოკარდიას ხშირად თან ახლავს ზოგადი ნიშნებიც: ჰაერის უკმარისობა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, შფოთვა.
გულის ტკივილის მიზეზი, განურჩევლად სქესისა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაც შეიძლება იყოს. გულის არეში ტკივილს ყველაზე ხშირად საყლაპავის პათოლოგიები (მაგალითად, დიაფრაგმის საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი) იწვევს. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ საყლაპავის სპაზმი (მტკივნეული შეკუმშვა), თვითგახეთქვა, რეფლუქსური დაავადება, როდესაც კუჭიდან მჟავე შიგთავსი საყლაპავში აიტყორცნება და წვისა და ტკივილის შეგრძნებას გვგვრის.
შედარებით საყურადღებო დაავადებებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის (ანუ კუჭუკანა ჯირკვლის) ანთება გამწვავების ფაზაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ტკივილის კავშირი არასწორ კვებასთან.
გულის არეში სასუნთქი სისტემის დაავადებებით განპირობებულ ტკივილს თან ახლავს, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა.
თუ გაქვთ ალერგიული რინიტი გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე. უშუალო ვიზიტისას, თუ გამოირიცხა სასუნთქი სისტემის დაავადებები, შესაძლოა მკურნალობის მიმდინარეობაში ჩაერთოს კარდიოლოგიც.
დისტანციურად პრეპარატებს ვერ დაგინიშნავთ და გირჩევთ, დამოუკიდებლად მათ მიღებას თავი აარიდოთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს მაქვს ალერგია ვიღებ ვანსეარს დამაინც მწვავედ მიმდინარეობს, გულის არეში ტკივილები დამეწყო და უჰაერობა, შეიძლება სხვა რამ მივიღო კიდევ?
პასუხი: