მოგესალმებით, ჰიპერტროფიული რინიტის დროს, ცხვირის ნიჟარები გადიდებულია, პრაქტიკულად არ რეაგირებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებზე, ცხვირის სავალები შევიწროებულია. ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია ანუ გადიდება შეიძლება იყოს ლოკალურიც (გადიდებულია მხოლოდ წინა ან მხოლოდ უკანა ბოლო) და დიფუზურიც (გადიდებულია მთელი ნიჟარა). სხვადასხვა კლინიკაში, მეთოდოლოგია განსხვავებულია. ჩვენს კლინიკაში, ტარდება თანამედროვე მეთოდით ნიჟარის კორექცია , კონკრეტულად , ხდება ნიჟარის დეზინტეგრაცია (ელექტროკოაგულაცია დეზინტეგრატორით ) . თუმცა, გირჩევთ , მობრძანდეთ კლინიკაში , გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგის კონსულტაცია და დაადგინოთ გესაჭიროებათ თუ არა მსგავსი ოპერაცია, შესაძლებელია, რომ კონსერვატიული მკურნალობით მოხდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, მაგრამ თუ სპეციალისტი გეტყვით , რომ ოპერაცია გარდაუვალია, თვითონ მოგაწვდით ინფორმაციას რომელი მეთოდით ჩაგიტარდებათ ქირურგიული ჩარევა და რა იქნება ღირებულება.
სამწუხაროდ დისტანციურად რთულია აღნიშნულზე პასუხის გაცემა.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, შეკითხვა ოტო-რინო-ლარინგოლოგს, დამიდგინდა ნიჟარების ჰიპერტროფია. მაინტერესებს თუ რა მეთოდით კეთდება ოპერაცია, ასე ნარკოზით თუ ადგილობრივი ნარკოზით.ასევე, რა ღირს ოპერაციის გაკეთება
პასუხი: