მოგესალმებით,
დასაზუსტებელია, ზაფხულის განმავლობაში აღგენიშნებათ ჭარბოფლიანობა, თუ ზოგადად გაწუხებთ ეს მოვლენა.
ჩვეულებრივ პირობებში, ადამიანი გამოყოფს დაახლოებით ნახევარ ლიტრ ოფლს.
მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს:
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.
რაც შეეხება ოპერაციას, პაციენტებს მისი მოცულობიდან გამომდინარე, ენიშნებათ ჰორმონული მკურნალობა, რომლის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის დაკარგული ფუნქციის კომპენსირება და დარჩენილ ქსოვილებში ახალი კვანძოვანი წარმონაქმნების ზრდის პროფილაქტიკა.
ჰორმონული მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჯირკვლის ამოკვეთილი ქსოვილების მოცულობას.
ჰორმონების ინდივიდუალური დოზის შერჩევის შემდეგ პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის დინამიური დაკვირვების ქვეშ, 6 თვეში ერთხელ ინტერვალით.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სიმპტომები განიხილოთ თქვენს მკურნალ ექიმთან ერთად, სწორედ მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს არსებული დანიშნულების კორექცია, თუკი ეს საჭირო იქნება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის შერჩევაში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !