მოგესალმებით, ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ჩვეულებრივ პირობებში, დაახლოებით ნახევარ ლიტრს. მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დისკომფორს იწვევს ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი.
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს:
● ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
● პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.
ჭარბოფლიანობა სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, მაგალითად :
● ენდოკრინული დაავადებები;
● ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;
● ინფექციური დაავადებები;
● გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
● თირკმელების დაავადებები
● ავთვისებიანი სიმსივნეები;
● გენეტიკური დაავადებები;
● ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა და სხვა.
დისტანციურად მედიკამენტური მკურნალობის რჩევა, ფიზიკურად შეუძლებელი და არაკორექტულია .
ჩვენი რჩევაა, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებას. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებად დაგეხმარებათ მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში. თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა განსაკუთრებით ტემპერატურის მატების ან ემოციის ფონზე.ზამთარშიც კი მაწუხებს იღლიის ოფლიანობა.ზაფხულში მთლიან ტანზეც.რას მირჩევთ?ენდოკრინოლოგმა რაგაც დამამშვიდებელი გამომიწერა და ომეგა 3 მაგრამ უშედეგოდ.არც ანტიპერსპირანტები მშველის.ხშირადაც ვიბან .ხელები და ფეხები არ მიოფლიანდება
პასუხი: