მოგესალმებით !
ტუჩის ჰერპესი, ჰერპესვირუსით გამოწვეული გამონაყარია. იგი იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი კი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, სტრესული სიტუაციები, დღის რეჟიმისა და კვების რაციონის ბალანსის დარღვევა; გამონაყარი უპირატესად გაცივებისას ვლინდება ხოლმე, რადგან ე.წ. რესპირატორული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო აძაბუნებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
ვირუსის პირველი ეტაპი ( HSV-1) იწვევს პირის ღრუსა და ტუჩის ჰერპესულ გამონაყარს, მისი გადაცემა ხდება პირის ღრუს სეკრეტის და სითხოვანი შიგთავსის მეშვეობით, რასაც ხელს უწყობს კოცნა, კანის მექანიკური ბარიერის დარღვევა, საერთო ჭურჭლისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენება.
დიახ, ჩვენს კლინიკაში ტარდება ლაბორატორიული კვლევები ჰერპეს ვირუსზე, ჰერპესი I და II ტიპი ცალ-ცალკე 73 ლარი. თუმცა, ამ ეტაპზე არ გვყავს ექიმი დერმატოლოგი, რომელმაც პირველ რიგში უნდა შეაფასოს თქვენი ზოგადი მდგომარეობა, შეკრიბოს ანამნეზი, დაგინიშნოთ საჭირო გამოკვლევები და დაგეგმოს მკურნალობის ტაქტიკა.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. მაქვს პრობლემა ჰერპეს ვირუსთან დაკავშირებით. პერიოდულად ტუჩზე ჩნდება ჰერპეს ვირუსის ბუშტუკი. ჩავიტარე მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ მითხრათ თუ არის თქვენთან მსგავს პათოლოგიაზე ანალიზების ჩაბარება და მკურნალობის სქემას რას მირჩევთ.
პასუხი: