ხერხემლის თიაქარი

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს, ხერხემლის თიაქარის დროს თუ შეიძლება დილით ან საღამოს ნელი სირბილით ვარჯიში? ტკივილები არ მაქვს.
პასუხი:

მოგესალმებით,
მალთაშუა დისკოს თიაქრის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროება და შედეგად, ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესია. ამან, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მიმდებარე ქსოვილების ანთება და შეშუპება.
ხერხემლის თიაქარის სიმპტომებია:
• დაბუჟება ფეხის თითებში;
• ტკივილი ფეხში, უფრო ხშირად ფეხის უკანა და ზოგჯერ წინა და გარეთა ზედაპირის გასწვრივ ტერფამდე;
• იზოლირებული ტკივილი წვივსა და ტერფში.
მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის და რეკომენდაციისათვის მიმართეთ სპეციალისტს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა