კითხვა: გთხოვთ მირჩიოთ ბავშვს სად გავუკეთო გასტროსკოპია
პასუხი:
მოგესალმებით,
გასტროსკოპია არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც თხელი, მოქნილი მილი - ენდოსკოპი - გამოიყენება საყლაპავი მილის, კუჭის და წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილის შიგნიდან დასათვალიერებლად.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, თუ ბავშვი 15 წლამდეა, გთხოვთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
ხოლო, თუ 15 წლის და მეტი ასაკისაა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევას 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად.
აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !