კითხვა: გამარჯობა,ჩემ შვილს აქვს ფეხზე ჰემანგიომა,მყავდა თბილისში მოუწვეს რის შედეგადაც გაუღიზიანდა შემდეგ თურქეთში წავიყვანე და 10 წელი უნდა რო ვუმკურნალოთო და როგორ მოვიქცე შესაძლებელია თუ არა უფრო ადრე ამის მორჩენა
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარება.
მიკროსკოპულად ჰემანგიომა შედგება კაპილარული ტიპის მცირე ზომის სისხლძარღვოვანი არხებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია შემაერთებელი ქსოვილით. კაპილარები გამოფენილია ენდოთელური უჯრედების ერთი შრით.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !