მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ანალოგიურ შეკითხვაზე. მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
ჰელიკობაქტერია, სპირალისებრი ფორმის გრამუარყოფითი მიკროორგანიზმია, რომელსაც მჟავა გარემოში გამრავლების უნარი შესწევს. ჰელიკობაქტერია არღვევს ლორწოვანის დაცვით ფუნქციას. დაზიანებული ლორწოვანი აღდგება, მაგრამ აღდგენის შემდეგ მჟავას მიმართ უფრო მგრძნობიარეა.
ჰელიკობაქტერიის კვლევის ერთ–ერთი მეთოდია – H. pylori ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში.
დიაგნოსტირებისთვის ასევე გამოიყენება:
- H. pylori -ს ანტიგენის განსაზღვრა განავალში;
- ურეაზის სწრაფი ტესტი.
თუ გამოვლინდება ჰელიკობაქტერია, მის ერადიკაციაში უნდა ჩაერთოს შემდეგი მედიკამენტები:
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი);
- H2 ბლოკერები;
- ანტაციდები;
- პროსტაგლანდინები;
- ანტიმიკრობული პრეპარატები.
პირველ რიგში კი სასურველია, კონსულტაციაზე მიბრძანდეთ შესაბამის სპეციალისტთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ, კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს გასტროენტეროლოგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობს, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!