მუცლის ტკივილი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა,უკვე 4 დღეა ვგრძნობ ტკივილს მუცელში მარჯვენა მხარეს,ოთხშაბათს ვიგრძენი შესამჩნევი ტკივილი მას შემდეგ კი ნაკლები ტკივილი მქონდა,რისი ბრალი შეიძლება იყოს?მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მუცლის ტკივილის ლოკალიზაციის აღწერა მიზეზის დადგენას საკმაოდ აადვილებს, თუმცა ზოგჯერ ტკივილი უჩვეულო გავრცელებისაა.
მიუხედავად ამისა, მუცლის ტკივილის მიზეზების სწორი დიაგნოსტირება ყოველთვის მოითხოვს ზუსტი ადგილმდებარეობის შეფასებას. შევეცდებით ჩამოგითვალოთ დაავადებები, რომელსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მუცლის ტკივილი.

  • აპენდიციტი;
  • დივერტიკულიტი;
  • კოლიტი;
  • ნაწლავის ობსტრუქცია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბლოკირება;
  • ღვიძლის შეშუპება;
  • სისხლის მიწოდების შეფერხება.

მუცლის ტკივილი კიდევ ბევრ დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში ამის ხილული მიზეზები არ არსებობს.
ტკივილის მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია ტკივილის ზუსტი ადგილმდებარეობის, მისი ტიპის და ხანგრძლივობის განსაზღვრა. აგრეთვე, საყურადღებოა მასთან დაკავშირებული სიმპტომებიც:

  • ცხელება;
  • დიარეა;
  • სისხლდენა.

მუცლის ტკივილს ყველაზე ხშირად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას უკავშირებენ.
თუ ამ დროისთვის ჩივილი კვლავ აქტიურია. გირჩევთ მიმართოთ ექიმს რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა