მოგესალმებით,
გულის შუილი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ის ბავშვების უმრავლესობას ჰქონია. საბედნიეროდ, შუილი უმეტესად უწყინარია და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
გულის შუილის ყველაზე გავრცელებული ფორმა ფუნქციური ანუ კეთილთვისებიანი შუილია. სიტყვა “ფუნქციური” ნიშნავს, რომ შუილს ჯანსაღ გულში სისხლის დინება იწვევს. მისთვის დამახასიათებელია გაქრობა და ხელახლა გაჩენა. ფუნქციური შუილი ასაკთან ერთად, წესისამებრ, გაივლის და არაფერს უქადის ჯანმრთელობას.
ბავშვებს, რომლებსაც გულის ფუნქციური შუილი აქვთ, სპეციალური დიეტა, აქტივობის შეზღუდვა და, საზოგადოდ, განსაკუთრებული მოპყრობა არ სჭირდებათ. ისინი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებიან.
გულის ფუნქციური შუილი პათოლოგიის ნიშანი არ არის, ეს გულსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებში გამავალი სისხლის ხმიანობაა, ისეთივე ბუნებრივი, როგორიც ჰაერის ან წყლის ნაკადის ხმა.
თუმცა, პრევენციის მიზნით სასურველია მიმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს, რათა გამოირიცხოს პათოლოგიური შუილი. ექიმი, სავარაუდოდ, რამდენიმე დამატებით გამოკვლევას მოითხოვს, მათ შორის – გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ელექტროკარდიოგრამას და ექოკარდიოგრაფიას.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა ჩემ ბავშვებს ორი მყავს გოგო გულზე აქვს ნაზი შიშინები ხომ ვერ მეტყვით რისგან უნდა იყოს გამოწვეული და რომელ ექიმთან მივიყვანო წინასწარ მადლობას გიხდით
პასუხი: