გინეკომასტია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თქვენთან თუ კეთდება გინეკომასტიის ოპერაცია, რა ჯდება და რამდენად უსაფრთხოა?
პასუხი:

მოგესალმებით!
გინეკომასტია, ეს არის მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, რაც გამოწვეულია ჰორმონული შემადგენლობის დარღვევით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი. თუ ცხიმია დაგროვილი მაშინ ოპერაცია კეთდება პლასტიკური ქირურგიით, რაც ჩვენს კლინიკაში არ მიმდინარეობს და სხვა კლინიკასაც ვერ გავუწევთ რეკომენდაციას, რადან ეს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აზრი იქნება. ხოლო, თუ სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გადიდებული, დიახ, ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში მამოლოგ თამილა როინიშვილთან, რომელიც განსაზღვრავს, რა კვლევები დაგჭირდებათ, ოპერაციული მეთოდი ქირურგიულია საჭირო, თუ პლასტიკური, ამ და სხვა ბევრ ნიუანსზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა, მხოლოდ ექიმი–მამოლოგის პრეროგატივაა .

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა