მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობით ვითარება გავს ე.წ. "ქრონიკული დაღლილობის " სინდრომს ,რომლის მიზეზები მრავალგვარია.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს პაციენტს აქვს ბევრი თანმხლები სიმპტომი,როგორიცაა; საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება ძილის დარღვევა და ა.შ.
ძირითადი ნიშნები კი გახლავთ გახანგრძლივებული დაღლილობის შეგრძნება, უხალისობა, გუნება-განწყობის დაქვეითება.
ქდს-ის დიაგნოსტიკისას აუცილებელია გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომლებიც ასეთსავე სიმპტომებს იწვევს, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზი , ჰიპოთირეოზი და სხვ.
სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს: თამბაქოს წევა, არასრულფასოვანი კვება, გამოუძინებლობა, ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, მათ შორის : ანალგინის, პარაცეტამოლის, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, საძილე და შარდმდენი პრეპარატების.
ქდს-ის დიაგნოსტიკის საკითხი მეტად აქტუალურია. ექიმი ორიენტირებას ახდენს დაავადების კლინიკურ გამოვლინებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე.
აქდან გამომდინარე, გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობის მთავარი პრინციპია პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. ძალიან მნიშვნელოვანია დამზოგველი რეჟიმი და პაციენტის ხშირი კონტაქტი მკურნალ ექიმთან. აუცილებელია:
დასვენებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმის მოწესრიგება; ყოველდღიური ფეხით სეირნობა, განტვირთვა და დიეტოთერაპია, რომლის შედეგადაც , აქტიურდება უჯრედული ცვლა, ხდება ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციური სტიმულაცია. ამ დროს აუცილებელია დღე-ღამეში 1,5-2ლ სითხის მიღება; ვიტამინები, განსაკუთრებით - B1, B2, B12, C.
უნდა მიიღოთ მეტი ცილოვანი საკვები, ხილი და ბოსტნეული, ერიდოთ ალკოჰოლს და სხვა მაგარ სასმელებს, რეგულარულად მიირთვათ ნიგოზი, თაფლი, ჩირი, ნიორი, ლიმონი და სხვა ციტრუსები.
თქვენმა პრობლემებმა, რომ ქრონიკული სახე არ მიიღოს და უსიამოვნო სინდრომში არ გადაიზარდოს, უმჯობესია მიმართოთ ენდოკრინოლოგს და ნევროლოგს, რომელთანაც გვაქვს უფასო კონსულტაციის დღე ყოველ პარასკევს, ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 11 9 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით თუ შეიძლება მირჩიოთ რამე მაქვს გამოფიტვის შეგრძნება როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი.მაქვს ნევროზი.მითხრეს რომ კარგია მილდრონატი.თქვენ თუ მირჩევთ მის მიღებას ან სხვა უკეთეს წამალს.ვარ 41 წლის.
პასუხი: