მოგესალმებით,ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:
• ღვიძლის უჯრედების - ჰეპატოციტების - დისტროფია, ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა;
• გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს ღვიძლში სისხლის შეგუბება;
• ღვიძლის კეროვანი დაზიანება სიმსივნის, კისტის, აბსცესის დროს.
ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის დღესდღეობით ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია, ლაპაროსკოპია, პუნქციური ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით, იზოტოპური გამოკვლევა. ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ბიოქიმიურ ტესტებს ან ბიოქიმიურ სინჯებს, რომელთაც ხალხში "ღვიძლის ფუნქციებს" უწოდებენ.
უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები , ანამნეზის შეკრების საფუძველზე შესაძლებელი იქნება გაგცეთ კორექტული პასუხი ,საჭიროების შემთხვევაში გირჩევთ ალტერნატიულ კვლევებს, რომლის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში. კერძოდ შემოგთავაზებთ ღვიძლის ელასტოგრაფიას 90 ლარად, აპარატ „აპლიო 500–ის“ მეშვეობით. მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით.ვარ 62 წლის ქალბატონი,გავიკეთე მუცლის ღღუს ულტრაბგერითი კვლევა . ღვიძლის ირიბი ზომა 165 მმ.(<150) , მარცხენა წილი 91მმ( <100 ). კიდეები მომრგვალებული.კონტური არამკაფიო, სტრუქტურა ჰომოგენური ,მკვრივი. ექოგენობა მომატებული,არათანაბარი. ღვიძლშიდა ვენები:სისხლძარღვოვანი სურათი შესუსტებული.ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის ნიშნები. კარის ვენის დიამეტრი: 8,6 მმ.
ღვიძლშიდა სანაღვლე სადინარები N. ქოლედოქუსი: 4,7 მმ . ნაღვლის ბუშტი: ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი. პანკრეასი : თავი 35მმ სხეული 15 მმ კუდი 20მმ .ვირსუნგის სადინარი დილატაციის გარეშე
ელენთა ზომები: 111X 44მმ.სტრუქტურა ჰომოგენირი.
აორტა 22მმ . ქვემო ღრუ ვენა : 13მმ მუცლის ღრუში თავისუფალი სითხე არ ვლინდება.
ღვიძლის ფუნქციაში მომატებული გვაქ მხოლოდ ტუტე ფოსფატაზა, ლიპიდურ სპექტრში მაღალი ქოლესტერინი,ტრიგლიცერიდები,დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. ძალიან გთხოვთ დამაკვალიანოთ ღვიძლის ზომებში მომატება რამდენად საშიშია, ჰეპატიტებზე პასუხები მაქ უარყოფითი
პასუხი: