მოგესალმებით,
"გეოგრაფიული" ენა, ბავშვებში შეიძლება მიანიშნებდეს საკვების ალერგიაზე, ამიტომ დისკომფორტის შესამცირებლად გირჩევთ, უარი თქვათ ან შეზღუდოთ, ცხელი და ცხარე საკვები, ციტრუსები და მჟავე ხილი, მარილიანი თხილის მიღება, კბილის პასტები რომელსაც განსაკუთრებული სუნი აქვთ (მენთოლი)
ე.წ „გეოგრაფიული“ ენის დროს, გარკვეული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ალერგიას, ჰორმონულ ცვლილებებს, გენეტიკას, ფსორიაზსა და სტრესს.
ადგილობრივი მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როცა პაციენტს ტკივილი ან პირის ღრუში დისკომფორტი აწუხებს.
წინა შეტყობინებაშიც გირჩიეთ და ახლაც განვმეორდებით, პრევენციის მიზნით, სასურველია მიმართოთ სტომატოლოგს, რათა გამოირიცხოს კანდიდოზი, ხოლო სტომატოლოგიური პრობლემების გამორიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვთა გასტრო–ენტეროლოგთან კონსულტაცია.
მიუხედავად იმისა რომ დოკუმენტაციის სახით, შეტყობინებას დაურთეთ ფოტომასალა, დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელი და არაპროფესიულია.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ექიმო გეოგრაფიული ენა ინკურნება?
პასუხი: