საკეისრო კვეთის გართულებები

კითხვა: გამარჯობა, ორთვენახევრის წინ გავიკეთე საკეისრო კვეთა. ჭრილობა კარგად შემიხორცდა, საშვილოსნოც სამშობიაოშივე უკვე კარგად იყო შეკუმშული. მაგრამ მაქვს დისკომფორტი ჭრილობის ადგილას ძალიან ხშირად. მწიწკნის თითქოს მაინცდამაინც მარჯვენა მხარეს ჭრილობის დასაწყისში. თითქოს გადაცემითი ტკივილია, ეგეც არ ვიცი ჭრილობა მტკივა თუ რა მწიწკნის. თვითონ ჭრილობა გამაგრებულია და ხაზი ჯერ კიდევ წითელი. შეიძლება ბუნებრივია მაგრამ მაინც მაინტეესებს თქვენი აზრი რაიმე გართულება ხომ არ იქნება? ულტრასონოგრაფია გადავიღე და ყველაფერი რიგზეა გინეკოლოგიურად.
პასუხი:

მოგესალმებით, საქართველოში საკეისრო კვეთების პროცენტული წილი მშობიარობებთან მიმართებაში ყოველწლიურად იზრდება.როდესაც არსებობს საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენება, მის ნაკლოვანებებზე ლაპარაკი ზედმეტია.თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საკეისრო კვეთის მინუსებიც , ესენია: ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა, ინფიცირების მაღალი ალბათობა, ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოძრაობის შეზღუდვა საგრძნობლად ართულებს მელოგინის ცხოვრებას ოპერაციის შემდგომ.
თქვენს შემთხვევაში სავარაუდოდ საქმე ეხება საკეისრო კვეთის შემდგომ ნაწიბურის გართულებას ,სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები ახლავს თან საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდს . ვინაიდან უკვე ჩაიტარეთ გამოკვლევები და კლინიკური თვალსაზრისით არ აღინიშნება პათოლოგიური უბანი , შესაძლოა ჩაითვალოს რომ გაქვთ პოსტოპერაციული ტკივილი . ამ პერიოდისთვის რეკომენდირებულია ნაკლები სიმძიმის აწევა , დაუშვებელია გადაღლა ,დატვირთვა .თუ გსურთ ჩვენს კლინიკაში მოღვაწე გინეკოლოგის რჩევის მოსმენა შეგიძლიათ მობრძანდეთ ნებისმიერ დროს .გვაქვს გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღე ხუთშაბათი და შაბათი . წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა