კითხვა: გამარჯობა მე მყავს პატარა შვიდი თვის. ერთი თვეა რაც ნანემსარი დარჩა გამაგრებული. შესიება ტკივილი შეწითლება ან ტემპერატურა არ აქ. მაინც მეშინია. საშიშია თუ გაუვლის? ვუკეთებ საფენებს ფურაცილინის.
პასუხი:
ნანემსარი უბნის გამაგრებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი ინფილტრატის განვითარებაა . ამ უკანასკნელს ერთსა და იმავე უბანში გაკეთებული ინექციები, ასეპტიკის წესების დაუცველობა და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ნანემსარ ადგილზე აბსცესის ჩამოყალიბების მიზეზი ქსოვილთა დაინფიცირებაა. აბსცესი შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა. ის ინფილტრატთან შედარებით უფრო რთულად მიმდინარეობს და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევით მთავრდება.თუ საფენების შემდგომ არ გექნებათ შედეგი აუცილებლად მიმართეთ პედიატრს . გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!