გარდნერელა - გინეკოლოგია

კითხვა: დიდი მადლობა პააუხისთვიის. შეიძლება გარდრენელა უფრო სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს?? და ან ნაყოფის მოშორება გამოიწვიოს?? პირველი ბავშვი მომშორდა
პასუხი:

მოგესალმებით,
გარდნერელა მცირე რაოდენობით საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, თუ მან დაიწყო გამრავლება, ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი.
ეს არის ვაგინის ანთების ფორმა, რომლის დროსაც ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ერთი ან რამოდენიმე ტიპის ბაქტერია ჭარბად მრავლდება.
შესაბამისი მკურნალობის ჩატარების გარეშე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს ახასიათებთ პათოლოგიური პროცესის გაქრონიკულება, ასევე დაკავშირებულია ისეთი გვერდითი ეფექტების ფორმირებასთან , როგორიცაა : ექტოპიური ორსულობა, გვიანი სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ.
ამიტომ კვლავინდებურად გირჩევთ, გადაუდებლად მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს ან სურვილის შემთხვევაში , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები .წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება.
საჭიროა ჩატარდეს განმეორებითი და დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები,რის შემდეგაც დაინიშნება სრულფასოვანი და ეფექტური მკურნალობა .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა