მოგესალმებით!
აპნოეს გამო ადამიანი ძილის დროს სუნთქვას დროებით აჩერებს. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის განმავლობაში გრძელდება. ის სერიოზული დარღვევაა.
წარმოგიდგენთ აპნოეს რამდენიმე ფორმას:
• ობსტრუქციული ძილის აპნოე – ვლინდება ყელის კუნთის მოდუნებისას;
• ცენტრალური ძილის აპნოე – ჩნდება მაშინ, როცა ტვინი ვერ აგზავნის სიგნალს კუნთთან, რომელიც სუნთქვას აკონტროლებს;
• კომპლექსური ძილის აპნოე – ვითარდება, როცა პიროვნებას აწუხებს როგორც ობსტრუქციული, ასევე ცენტრალური ძილის აპნოე.
აპნოეს გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი ადენოიდების შეშუპებაა, რომლის დროსაც რეკომენდებულია ადენოტომია.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად და ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შემდგომ დაგეგმავს მკურნალობის ტაქტიკას.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს ცხვირის აპნოე,თქვენთან თუ შევძლებ მკურნალობას?
პასუხი: