გამონადენი ორსულობის დროს - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 6 კვირის და 4 დღის ორსული, 2 დღის წინ მქონდა მცირედი ყავისფერი გამონადენი .შემდეგ აღარ მქონია, აი დღეს ისევ შევნიშნე ძალიან მცირედი. არანაირი ტკივილები არ მაქვ. ვსვავ უტოჟესტანს, იქნებ მითხრათ საშიშია? ექიმთან ოთხშაბათს მივდივარ და ვნერვიულობ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა ტიპის გამონადენი გაქვთ, მაგალითად:

  • ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციის მატებისას განპირობებული გამონადენი;
  • ინფექციური;
  • სოკოვანი;
  • ბაქტერიული;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიით გამოწვეული.

ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაელოდოთ ვიზიტის დღეს თქვენს გინეკოლოგთან, რათა სწორად დაისვას დიაგნოზი და ექიმმა შესაბამისი მკურნალობა დაგინიშნოთ.
თუ არ გყავთ მეან–გინეკოლოგი და არ იმყოფებით აღრიცხვაზე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ უპრეცედენტო აქცია ორსულებისათვის, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/27483/klinika-%E2%80%9Eakhal-sicockhleshi%E2%80%9C-daregistrirebuli-orsulebi-gaumjobesebuli-pirobebit-isargebleben- 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა