კითხვა: საკეისროს მერე უკვე 4 თვეა მეუღლესთან ურთიერთობა არ მაქვს.არ მინდა,ვცადეთ და ვერ შევძელი და მერე მეუღლესაც სურვილი აღარ აქვს მე როდესაც არ ვაქტიურობ.მეშველება რამე თუ თავი მოვიკლა:)
პასუხი:
მოგესალმებით!
ასეთი კითხვით ბევრი მოგვმართავს, ფრიგიდულობა, არცთუ იშვიათად წარმოადგენს სხვადასხვა ენდოკრინული ან ფსიქონევროლოგიური პათოლოგიის გამოვლინებას, როგორც წესი, სექსოლოგიური დარღვევების დროს წყვილის ერთდროული გამოკვლევა მიმდინარეობს.
თქვენი პრობლემა მოგვარებადია, არ ღირს ამის გამო თავის მოკვლაზე ფიქრი, უხშირესად მიზეზი, მამაკაცის არასწორი ქცევა ან მის მიერ ქალის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის უცოდინრობა, საჭირო ინტუიციის უქონლობა და ინტიმურ სფეროში ურთიერთგაგების დეფიციტია.
უმჯობესია მიბრძანდეთ ექიმ–სექსოლოგთან და დააზუსტოთ წარმოშობის მიზეზი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!