ფიმოზი

კითხვა: მოგესალმებით შეკითხვა მაქვს მყავს პატარა 2.6 თვის ბიჭი რომელსაც სასქესო ორგანოზე ჩუჩა ბოლომდე არ გადასდის პედიატრი მეუბნება პრობლემა არაა გაიზრდება და თვითონ გადაუვაო.ბავშვი გვერდულად შარდავს მაინტერესებს დაუჯერო პედიატრს თუ მივმართო ქირურგს .მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.
ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:
● მასკლეროზებელმა ლიქენმა;
● ბალანოპოსტიტმა;
● ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
● ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ და ა.შ.
არ სცადოთ ჩუჩის ძალადობრივი გადაწევა ( შესაძლებელია შედეგად გამოიწვიოთ ლაგამის დაზიანება და განვითარდეს ნაწიბურები) და ა.შ.
რაც შეეხება ფიმოზის მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას ითვალისწინებს.
უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში უროლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა