მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა შესაძლოა, იქიდან გამომდინარე, რომ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება არ მოხდა, იგი გადაიზარდა მასტიტში ( სარძევე ჯირკვლის ანთება).
გარდა ამისა, მასტიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ჰორმონული დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ინფექცია და ა.შ.
აუცილებელია კვალიფიციური დიაგნოსტირება, ვინაიდან სხვაგვარად საკითხს დისტანციურად ვერ გადავწყვიტავთ.
შესაბამისად, გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს, ყველაზე დაბალ ფასად ! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
ჰიპერპროლაქტინემია ანუ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია ნებისმიერი პროფილის ექიმისთვის, განსაკუთრებით კი ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგისთვის, აქტუალური პრობლემაა.
პროლაქტინომით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ იყენებენ დოფამინის აგონისტებს – ბრომოკრიპტინსა და კაბერგოლინს, რომლებიც ხელს უწყობენ დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი, თავის მხრივ, პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს.
იქიდან გამომდინარე, რომ პროლაქტინის სეკრეცია აქტიურდება ზოგიერთი ენდოკრინული და სომატური დაავადების დროს, ვფიქრობთ, საჭიროა მკურნალობაში ჩაერთოს ენდოკრინოლოგი.
ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორციელება.
ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !