მოგესალმებით!
როგორც აღნიშნავთ, კარდიოლოგიური პათოლოგიები გამოირიცხა, შესაძლოა თქვენს სიმპტომებს იწვევდეს რეინოს სინდრომი. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
სისხლძარღვთა პათოლოგიებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეინოს სინდრომს. რეინოს სინდრომი სისხლძარღვთა სპაზმით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც უპირატესად წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების დაზიანება ახასიათებს. იგი ვლინდება შეტევითი ხასიათის თითების გაფითრებითა და ციანოზით. განასხვავებენ რეინოს პირველად და მეორეულ სინდრომებს. პირველს რეინოს დაავადება ეწოდება, მეორეს - რეინოს ფენომენი. პირველადი რეინოს სინდრომი დამოუკიდებელი დაავადებაა. სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებით განვითარებული შეტევების დროს ხდება განსაზღვრული ჯგუფის სისხლძარღვთა ტონუსის მკვეთრი მატება. ამის შედეგად ვითარდება არტერიების სპაზმი - მათი სანათური იმდენად ვიწროვდება, რომ სისხლი ქსოვილებამდე თითქმის ვეღარ აღწევს. რეინოს დაავადების მკურნალობა არის კონსერვატიული, ხოლო მისი უეფექტობის დროს საჭიროა დამატებითი კვლევები ჰელიკობაქტერიის არსებობის დასადგენად. დადებითი შედეგის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო თერაპია. დისტანციურად ზუსტის დიაგნოზის დასმა არაკორექტულია. ამიტომ, შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციას, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და გაიაროთ უფასო კონსულტაცია ანგიოლოგთან ორშაბათს. ვიზიტისას ექიმი შეკრებს სრულ ანამნეზს, დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 19 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. ორი დღის წინ მოვხვდი კლინიკაში მაღალი წნევით, 200-- 100ზე. ზოგადად წნევას არ ვატარებ, 140ს ზევით არასოდეს არ მქონია.. კლინიკაში გული გამოირიცხა.. ნერვული დაძაბულობის ფონი დაასკვნეს.. წინა დღით მართლაც ვინერვიულე, მაგრამ სხვა დროსაც მინერვიულია.. წინა დღით გავიკეთე 1 ლიტრამდე გადასხმა ც, ბ , ვიტამინები და რაღაც მოსაძლიერებელი სითხეები, იმუნიტეტის ასამაღლებლად,
რადგან მაქვს ქრონიკული სინუსიტი, ასევე რეინოს სინდრომიც. მაინტერესებს ეს ხომ არ გამოიწვევდა წნევას, ვსვამ ბწვრ წყალს.. მინდა მირჩიოთ, რომელ ექიმთან მივიდე კონსულტაციისთვის, რომ ამოდენა წნევა აღარ განმეორდეს. ამასთან ბოლო ერთი თეა, ყურებში მაქვს გამუდმებული ზუზუნი( ბევრი ანტიბიოტიკიც მაქვს მიღებული ჩემი ცხოვრების 55 წლი მანძილზე). მადლობა წინასწარ და ბოდიში, რომ დაგღალეთ,
მაგრამ გთხოვთ გულდასმით წაიკითხთ და დაფიქრდით ჩემზე, მეც ხომ ერთი იმათთაგანი ვარ, თქვენ ვისზეც დაიფიცეთ თავის დროზე!
პასუხი: