მოგესალმებით!
ფიბრომიალგიას ახასიათებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცობილი ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება.
სიმპტომები ზოგჯერ ფიზიკური ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის, ინფექციის ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ იჩენს თავს, ზოგჯერ კი ეტაპობრივად ვითარდება თვალსაჩინო მიზეზის გარეშე.
პაციენტები ასევე უჩივიან თავის ტკივილს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, შფოთვას, დეპრესიას.
ფიბრომიალგიის ნამდვილი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ესენია:
● გენეტიკა – ფიბრომიალგიას მემკვიდრეობითი გადაცემა ახასიათებს, ასე რომ, შესაძლოა, მის განვითარებაში კონკრეტული გენების მუტაციას მიუძღოდეს ბრალი;
● ინფექციები – ზოგიერთი ინფექციური დაავადება იწვევს ან ამძიმებს ფიბრომიალგიას;
● ფიზიკური ან ემოციური ტრავმა – დადგენილია ფიბრომიალგიის განვითარებასთან პოსტტრავმული სტრესის კავშირი.
არ არსებობს სამედიცინო კვლევები ან/და ფიზიკური ნიშნები რომლებიც უტყუარად დაგვიდასტურებს ფიბრომიალგიას, დიაგნოზამდე მივდივართ ამა თუ იმ სიმპტომის, სხვა პოტენციური გამომწვევის გამორიცხვის მეთოდით. ფიბრომიალგია არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტებით მისი მართვა შესაძლებელია. მდგომარეობის გაუმჯობესებას ვარჯიში, რელაქსაცია და სტრესის შემცირებაც უწყობს ხელს.
მობრძანდით ნევროლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეგირჩევთ მკურნალობის ფორმას, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, სადაც პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: როგორ ისმევა ფიბრომიალგიას დიაგნოზი,რა გამოკვლევებით?
პასუხი: