მოგესალმებით,
ერექციის პრობლემა ანუ ერექციული დისფუნქცია არის მამაკაცის უნარის დაქვეითება, ადეკვატურ, ნორმალურ სიტუაციაში მიაღწიოს ხარისხიან ერექციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება.
დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენურიც და ორგანულიც.
ასევე, დისფუნქციის მიზეზად შეიძლება იქცეს:
- დეპრესია;
- შფოთვა;
- სტრესი;
- შიშები.
ზოგადად 10, 11 სმ სიგრძის ასოზე მეტი (ერეგირებულ მდგომარეობაში) ნორმად ითვლება. თუ მამაკაცის სასქესო ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს, ასოს ზომა სქესობრივი ცხოვრების განმსაზღვრელი არ არის.
რაც შეეხება ჩუჩის ძნელად გადასვლას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ფიმოზს, ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.
ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:
- მასკლეროზებელმა ლიქენმა;
- ბალანოპოსტიტმა;
- ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
- ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ და ა.შ.
არ სცადოთ ჩუჩის ძალადობრივი გადაწევა ( შესაძლებელია შედეგად გამოიწვიოთ ლაგამის დაზიანება და განვითარდეს ნაწიბურები) და ა.შ.
რაც შეეხება ფიმოზის მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას ითვალისწინებს.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, რის საფუძველზეც სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/34
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!