მოგესალმებით,კანის ზედაპირი(ეპიდერმისი) შედგება უჯრედების თხელი, დამცავი ფენისგან, რომელსაც ორგანიზმი მუდმივად იშორებს და აღადგენს. ეპიდერმული კისტების უმრავლესობა ვითარდება მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გადაადგილდებიან სიღრმისეულად კანში და მრავლდებიან იმის მაგივრად, რომ აიქერცლონ და ჩამოცვივდნენ. ეპიდერმული უჯრედები აყალიბებენ კისტის კედელს და შემდგომ გამოყოფენ ცილა კერატინს კისტის შიგნით. კერატინი სქელი, ყვითელი ნივთიერებაა, რომელიც, ზოგჯერ, გადმოდის კისტიდან. უჯრედების ეს არანორმალური ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს თმის ფოლიკულის ან საცხიმე ჯირკვლის დაზიანებით კანში. ეპიდერმულ კისტებს ხშირად უწოდებენ ცხიმოვან კისტებს, თუმცა ცხიმოვანი კისტები განსხვავებულია. ნამდვილი ცხიმოვანი კისტა ძალიან იშვიათია. გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, სთხოვეთ მარტივად და თქვენთვის გასაგებად აგიხსნათ სიტუაცია, გესაუბროთ მკურნალობის მიმდინარეობასა და რეკომენდაციებზე. ჩვენი კლინიკა ემსახურება პაციენტებს 15 წლის ასაკიდან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს კერატინული ცისტი. 10 წლის გოგონას გაუკეთდა ოპერაცია და პასუხი მოვიდა კერატინული ცისტი. საშიშია თუ არა? კონტროლი ხომ არ ჭირდება დროდადრო?
პასუხი: