ბაქტერიული ვაგინოზი

კითხვა: სავარაუდოდ მჭირს ბაქტერიული ვაგინოზი გადამდებია თუ არა ეს სქესობრივი გზით?
პასუხი:

მოგესალმებით,

ბაქტერიული ვაგინოზი არის ვაგინის ანთების ფორმა, რომლის დროსაც ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ერთი ან რამოდენიმე ტიპის ბაქტერია ჭარბად მრავლდება.

ქალებს ბაქტერიული ვაგინოზი ძირითადად ნაყოფიერების ასაკში ემართებათ, თუმცა ეს მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ქალბატონს აღმოაჩნდეს.

ზუსტი მიზეზი დაუდგენელია,  თუმცა ზოგიერთი მოქმედება ვაგინოზის რისკს ზრდის, მაგალითად   თქვენს მიერ აღნიშნული დაუცველი სქესობრივი კავშირი.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის და ეფექტური მკურნალობისათვის, აუცილებელია დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს და ჩაიტაროთ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.

ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა