მოგესალმებით,
თქვენი წერილიდან გამომდინარე ,როგორც ვხვდებით ,პაციენტს აქვს ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა,რომელიც განვითარებულია ჰეპატიტის ფონზე.
სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით პაციენტის ანამნეზი ,მისი ცხოვრების წესი ,ასაკი , ჩატარებული კვლევების და თუ გამოგიყენებიათ რაიმე მკურნალობა, მისი შედეგები და ა.შ.
ჰეპატიტი შესაძლოა ყოფილიყო ბ ან ც ,ამას დაზუსტება ესაჭიროება .
ასევე მნიშვნელოვანია,ხომ არ იყო ჩართული პაციენტი ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში .
ფაქტი ერთია – ჩანს , რომ მას აქვს ღვიძლის მძიმე და პროგრესირებადი უკმარისობა ,სავარაუდოდ ციროზი ,რომლის ფონზეც პროგრესირებს ენცეფალოპათია .
აქედან გამომდინარე ,პაციენტის გასინჯვის ,მდგომარეობის შეფასების და შესაძლებელი მკურნალობის მიზნით მას ესაჭიროება თერაპევტის ,ჰეპატოლოგის , გასტროენტეროლოგის და ინფექციონისტის კონსულტაციები.
პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ღვიძლის ელასტოგრაფია, რომელიც ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს, აპარატ „აპლიო 500“–ის მეშვეობით.
ასევე საჭირო იქნება სისხლის ფუნქციური სინჯები ,ბიოქიმიური კვლევები, რომელთაც ხალხში „ღვიძლის ფუნქციებს“ უწოდებენ და ა.შ.
შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ, შესაძლებელი იქნება სწორი ორიენტირის, რეკომენდაციების და მოქმედების გეგმის არჩევა.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის განხორციელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ახლობელს აქვს ენცეფალოპატია აქვს მხედველობის პრობლემა მოძრაობა შენელებული, მკურნალობს ნევროპათოლოგთან მაგრამ შედეგი არ აქვს უჭირს მეტყველება წამლებსაც ვეღარ იტანს ასეა უკვე სამი თვეა ეს პრობლემა დაეწყო სამი წლის წინ მაგრამ ახლა გართულდა იყო ჰეპატიტი ახლა აღარ არის ასე უჭირს გთხოვთ სად მივიდეს მადლობა
პასუხი: