ჰემოროიდი

კითხვა: გამარჯობა. წლებია მაწუხებს ბუასილი. ბოლო დროს ყოველ წელს უფრო რთულდება ახლა, გამწვავებულ მდგომარეობაში ვარ. ძალიან მაწუხებს ქავილი. ქავილი მაქვს კვერცხებზეც და გარშემო. მე ყოველთვის მერიდებოდა ექიმთან მისვლა, ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე. გთხოვთ დახმარებას, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად.
ბუასილი, ანუ ჰემოროიდი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
არსებობს ბუასილის გამომწვევი ბევრი რისკ–ფაქტორი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი).
როგორც წესი ჰემოროიდის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ სად მდებარეობს.
● შიდა ბუასილი – როცა ჰემოროიდი სწორ ნაწლავშია. რასაკვირველია, მას ვერ ხედავთ, ან აღიქვამთ მას , როდესაც გარკვეულ დისკომფორტს შეიგრძნობთ , თუმცა კუჭის მოქმედებისას გაღიზიანებისა და დაჭიმვის გამო შეიძლება დაზიანდეს ჰემოროიდის ზედაპირი და გამოვლინდეს სისხლდენა;
● გარე ბუასილი – ჰემოროიდი წარმოდგენილია ანუსის გარშემო კანქვეშ. გაღიზიანების დროს თავს იჩენს ქავილის შეგრძნება ან სისხლდენა;
● თრომბირებული ბუასილი – ზოგჯერ სისხლი გუბდება შიდა ჰემოროიდულ კვანძში და ფორმირდება თრომბად, ამ მდგომარეობისას ვლინდება ძლიერი ტკივილი, შესიება, ანთება და ანუსთან დიდი ზომის კვანძი.
ბუასილის თვითმკურნალობა არ არის გამართლებული. მართალია არსებობს ჰემოროიდული სანთლები, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, ვინაიდან შეიძლება გვეგონოს ბუასილი და იყოს მასთან ერთად ან მის გარეშე ნაპრალი, ხოლო ანალურმა სანთლებმა უფრო მეტი გაღიზიანება და წვა გამოიწვიოს.
შესაბამისად, მედიკამენტებს ვერ დაგინიშნავთ და ერთადერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ, არის ის რომ, დეფეკაციის შემდგომ, დაიბანეთ ანალური ხვრელი ცივი ( არა გაყინული) წყლით.
აუცილებლად უნდა მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ბუასილის სიმპტომების პროვოცირება შეუძლია შეკრულობას, სიმძიმეების აწევას, ალკოჰოლსა და ცხარე საკვების მიღებას.
ბუასილის გამწვავება შესაძლებელია მოჰყვეს ფაღარათსაც.
რასაკვირველია, ისევე როგორც ნებისმიერი დავადების შემთხვევაში, ბუასილის დროსაც სრულფასოვანი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან – პროქტოლოგთან, რომელიც განსაზღვრავს, მკურნალობა კონსერვატიული იქნება საჭირო თუ ქირურგიული.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა