ელექტროფორეზი - რჩევები

კითხვა: გამარჯობა!ექიმმა ელექტროფორეზი დამინიშნა.სახლთან ახლოს ერთ სამედიცინო ცენტრში აქვთ მოძველებული ტიპის cაპარატი და აქვს რამე მნიშვნელობა,ხომ შეასრულებს თავის ფუნქციას?
პასუხი:

მოგესალმებით,
ელექტროფორეზი, ეს არის ორგანიზმში სამკურნალო ნივთიერების შეყვანა, რომელიც ხორციელდება მუდმივი დენის საშუალებით. ორგანიზმში შეყვანილი ნივთიერება კი, ადგილობრივად მოქმედებს პათოლოგიურ პროცესზე.
სხვა კლინიკის აპარატურის გამართულობაზე ინფორმაციას არ ვფლობთ და ამიტომ, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
უმჯობესია, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება სთხოვოთ იმ კლინიკას, სადაც აპირებთ პროცედურის ჩატარებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა