ტვინის შერყევა - რჩევები

კითხვა: გამარჯობა ვცხოვრობ საფრანგეთში მოვხვდი ავარიაში თავის უკანა მხარე დავარტყი სავარძელის თავს მქონდა გულის რევის შეგრძნება ტკივილი და თავბრუსხვევა მივმართე ექიმს გადამიღეს სკანერი და მითხრეს რომ საშიში არაფერია და მესამე დღეს სამსახურში გამიშვეს ერთი თვე გავიდა და ტკივილები ისევ მაწუხებს .სკანერზე ყველაფერი წესრიგშიაო შეგიძლიათ რჩევა მომცეთ? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ვფიქრობთ , რომ საქმე გვაქვს ტვინის შერყევასთან.
ტვინის შერყევის სინდრომი კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც მრავალ სიმპტომს მოიცავს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სხვა. ტვინის შერყევა მსუბუქი დაზიანებაა, ძირითადად თავის დარტყმის შედეგად. ცნობიერების დაკარგვა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტვინის შერყევა ან მისი შემდგომი სინდრომი განვითარდეს.
ფაქტობრივად, ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის რისკი არ ასოცირდება თავდაპირველი ტრავმის სიმძიმესთან და ხშირად არც კტ სკანირება ავლენს რაიმე დაზიანებას .
სასურველია ჩაიტაროთ შესაბამისი მედიკამენტური თერაპია,რაც შესაძლოა თქვენს შემთხვევაში იყოს მსუბუქი შარდმდენი საშუალებები,მაგრამ დისტანციურად ჩვენ პრეპარატებს ვერ დაგინიშნავთ .აჯობებს ისევ მიაკითხოთ ექიმს და აუხსნათ თქვენი მდგომარეობა და ჩვენი ვერსიაც გააცნოთ .
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა