დეპრესია გარდატეხის ასაკში

კითხვა: გამარჯობა.14 წლის მოზარდს.ბიჭს. აქვს დეპრესია.გავაკეთეთ ყველანაირი ანალიზი.არის ჯანმრთელი.გადავიღეთ თავიც მაგრამ არანაირი ცვლილება.არის მუდმივად.უხასიეთოთ.სულ უნდა .რომ იწვეს.ეძინოს.არ უნდა სპორტი.სწავლა.ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულია.უკვე სამი თვეა ასეა მანამდე იყო ჰიპერაქტიური იმდენად.რომ სკოლის შეცვლაც კი დაგვჭირდა მასწავლებლებმა ვერ გაუძლეს მის სიცელქეს.უკვე არ ვიცით რა ვქნათ.გვყავდა ფსიქოლოგთანაც.იქნებ მირჩიოთ რამე.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ბავშვი აქამდე იყო ჰიპერაქტიული, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ შესაძლოა მის ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი რამაც მისი ხასიათის რადიკალური ცვლილება გამოიწვია.
შესაძლოა ეს იყო უპასუხო–ცალმხრივი სიყვარული, ან პირველი წარუმატებელი სქესობრივი აქტი, ან კონფლიქტი თანატოლ ბიჭებთან და ა.შ.
აღნიშნავთ, რომ დაგყავდათ ფსიქოლოგთან, თუმცა აშკარაა, რომ მან ვერ მოახერხა მოეპოვებინა თქვენი შვილის „ნდობა“.
აუცილებლად უნდა გაიგოთ რა არის მისი ხასიათის ცვლილების მიზეზი.
გაესაუბრეთ თქვენს შვილს და გაარკვიეთ, ხომ არ ჰქონია უთანხმოება ახალ სკოლაში, ან იქნებ ისეთი პიროვნება შეარჩიოთ საუბრისათვის, ვისთანაც ის ბოლო ხანს უფრო ახლოა ან/და გულწრფელია და ვფიქრობთ, უმჯობესია, ეს მამაკაცი იყოს.
გარდა ამისა, აგრძნობინეთ, რაოდენ ძვირფასია ის თქვენთვის, აუხსენით, რომ ყოველგვარი სიტუაციიდან შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი, აღუთქვით დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ ნუ დააკნინებთ იმ პრობლემებს, რამაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
რაც შეეხება ფსიქოლოგს , ალბათ აჯობებს მანაც, ან სხვამ მისმა შემცვლელმა, ეცადოს გამოარკვიოს რა არის მოზარდის რადიკალური ცვლილების მიზეზი და დაეხმაროს პრობლემის გადალახვაში.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა