დეპაკინი

კითხვა: მოგესალმებით...10თვეა დაოჯახებული ვარ,მაქვს ორი შეწყვეტილი ორსულობა,მიზეზი-ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი.ასევე,მაქვს ეპილეფსია,მცირე აბსანსებით რის გამოც ვიღებ პრეპარატ დეპაკინი ხრონო 500მგ-იანს 2ჯერ დღეში ,ფოლის მჟავას და იოდბალანსს.მაინტერესებს დეპაკინის ფონზე ორსულობა საშიშია? და რა რისკებს შეიცავს. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ეპილეფსიით დაავადებული დედების მკურნალობის გამოკვლევის საფუძველზე, რისკი, დაკავშირებული ორსულობისას დეპაკინის  მიღებაზე,  მისი რეცეპტის მიხედვით აღწერილია შემდეგი სახით:

ეპილეფსიასთან და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატთან  დაკავშირებით დღემდე ფორმალურად არ არის დადგენილი დაავადებისა და დედის მიერ მიღებული პერაპარატების შესაბამისი როლი.

შესაბამისად, თუ აღნიშნული პრეპარატი დაგინიშნათ მეან–გინეკოლოგთან შეთანხმებით, მას გათვლილი და გათვალისწინებული ექნება რისკები, რომლის თაობაზეც უმჯობესია მასთან გაიაროთ კონსულტაცია და დააზუსტოთ დეტალები.

ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“,  გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელივ ტარდება ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა