მოგესალმებით,
თანამედროვე მონაცემებით, ნორმაში არტერიული წნევა 120/80-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი 115/75-ზეა.
ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, ჰიპოტენზიად უნდა ჩავთვალოთ სისტოლური წნევის 90-ზე და დიასტოლურის 60-ზე ნაკლები მაჩვენებლები.
ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს:
● მედიკამენტებმა. ჰიპოტენზიური ეფექტი აქვთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს) და მაღალი წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს;
● გულის პათოლოგიებმა. დაბალი წნევა შეიძლება გამოიწვიოს მეტისმეტად გაიშვიათებულმა გულისცემამ (ბრადიკარდიამ) გულის სარქვლის პრობლემებმა;
● ჰორმონულმა დარღვევებმა. მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით პასიურობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა, სისხლში შაქრის ოდენობის შემცირება, დიაბეტიც კი.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება.
პირველ რიგში აუცილებელია, დაზუსტდეს ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი, მანამდე კი, გთხოვთ, თავი აარიდეთ თვითმკურნალობას.
სასურველია გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები, ამიტომ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევას: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !